კახა კალაძე არ აკონკრეტებს, რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდება სამსახურიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის გამო

თბილისის მერი კახა კალაძე არ აკონკრეტებს, სატრანსპორტო კომპანიის რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდება სამსახურიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის გამო.

კალაძემ დღეს ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ თბილისის მერიის მხრიდან ამ საკითხზე ჩატარდა მოკვლევა და დარღვევები დაფიქსირდა.

„სატრანსპორტო კომპანიიდან თანამშრომლების რაოდენობას რაც შეეხება, მე გუშინ დავავალე კომპანიის ხელმძღვანელს, ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა სატენდერო ღონისძიებებში, გათავისუფლდეს სამსახურიდან.

ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუმცა, მოკვლევით, რომელიც ჩვენი მხრიდან ჩატარდა, არის გარკვეული დარღვევები და მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებმა თანამდებობა დატოვონ“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს