ბრალდებულის დედა - დავით როსტომაშვილი ჩემ შვილს ციხეში სცემდა და მას ფიზიკურად სწორედ ამიტომ გაუსწორდა

დავით როსტომაშვილი ჩემ შვილს ციხეში სცემდა და მას სწორედ ამიტომ გაუსწორდა ფიზიკურად, - ამის შესახებ მსახიობ და იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბექა კირვალიძის დედამ, ლია ბეჟაშვილმა განაცხადა.

ის ითხოვს, რომ მისი შვილის მიმართ წარდგენილი ბრალიდან ყაჩაღობის მოტივი ამოიღონ.

მისივე თქმით, კირვალიძე როსტომაშვილის ცემას აღიარებს, თუმცა მოტივი იყო შურისძიება.

ბრალდებულის დედის ინფორმაციით, დავით როსტომაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას, მის შვილს, რომელიც სასჯელს იხდიდა, ფიზიკურად უსწორდებოდა და ბექა კირვალიძე 2017 წლის 14 ივნისს, როსტომაშვილს სწორედ შურისძიების მოტივით დაესხა თავს და არავითარი ყაჩაღობის მიზანი მას არ ამოძრავებდა.

მსახიობ და იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე დღეს სასამართლოში მსახიობის შვილი ქეთევან როსტომაშვილი დაიკითხა. მან სასამართლოს ჩვენებას დახურულ სასამართლო სხდომაზე მისცა. ქეთევან როსტომაშვილმა 2017 წლის 14 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, როდესაც მამამისს თავს დაესხნენ. თავდასხმისას ის მამამისთან ერთად იმყოფებოდა.

დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე პასუხისგებაში სამი პირი - ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯანოვია მიცემული. მათ ბრალად დაყაჩაღების მიზნით მსახიობზე თავდასხმა ედებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა