"თბილსერვის ჯგუფი" მწვანე ნარგავების გეგმურ სხვლა-ფორმირებას და სანიტარულ ჭრებს ახორციელებს

შპს "თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქსა და მის შემოგარენში მწვანე ნარგავების გეგმურ სხვლა-ფორმირებას და სანიტარულ ჭრებს ახორციელებს, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს ბაგებში 291 ძირი, ტაბახმელა-კოჯორი-ბეთანიის გზაზე 3618 ძირი, ი. ბერიტიშვილის ქუჩის გასწვრივ 158 ძირი და ჯიქიას სასაფლაოს მიმდებარედ 5 878 ძირი ხის სანიტარული ჭრა.

”აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეების სანიტარული ჭრა, რომლებიც თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ არის შეფასებული და მონიშნული.

"თბილსერვის ჯგუფი" სანიტარულ ჭრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ბაგებში 291 ძირი, ტაბახმელა-კოჯორი-ბეთანიის გზაზე 3618 ძირი, ი. ბერიტიშვილის ქუჩის გასწვრივ 158 ძირი და ჯიქიას სასაფლაოს მიმდებარედ 5 878 ძირი ხის სანიტარული ჭრა”, - ნათქვამია ”თბილსერვის ჯგუფის” განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა