უკრაინული ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას მოითხოვენ

უკრაინული პოლიტიკური პარტიები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების“ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებას უერთდებიან: „დემოკრატიული ალიანსი“, „სამოქალაქო პოზიცია“, „სახალხო კონტროლი“, „უკრაინის ევროპული პარტია“, „ბატკივშინა“, „სამოპომიჩი“, „სვობოდა“ და „სამოქალაქო მოძრაობა ხვილია“.

მათი განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პოლიტიკურად გაუსწორდა, დაარღვია ადამიანის უფლებები და უკრაინის საერთაშორისო რეპუტაციას ჩრდილი მიაყენა.

„ამ დანაშაულის გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს. ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელმაც კანონი დაარღვია და საკუთარ უფლებამოსილებებს გადააჭარბა, განსასჯელთა სკამზე უნდა აღმოჩნდეს.

ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება, მისცეს მას უკრაინულ სასამართლოებში საკუთარი უფლებებისა და ღირსების დაცვის საშუალება, როგორც ამას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს“, - ნათქვამია პარტიების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს