იაგო კაჭკაჭიშვილი - ჩატარებული კვლევა ცალსახად აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების ინიციატივას იზიარებს

ჩატარებული კვლევა ცალსახად აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების ინიციატივას იზიარებს, - ამის შესახებ „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომელმაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, პარლამენტში მიმდინარე დისკუსიის მონაწილეებს კვლევის შედეგები წარუდგინა.

საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევის ინიციატორი გაერთიანებული პროფკავშირები იყო, კვლევა ფინანსურად ფრიდრიხ ებერტის ფონდმა უზრუნველყო. ქვეყნის მასშტაბით ათასი რესპონდენტი გამოიკითხა.

„გამოკითხულთა უმრავლესობა პოზიტიურად უყურებს ცვლილებას დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ. არსებობენ სკეპტიკოსები, თუმცა მცირეა მათი წილი, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ რეფორმას – ეს არ აღემატება 12 პროცენტს“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, დაგროვებით საპენსიო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რესპონდენტებს ცალკეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

„ისეთ საკითხზე, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი თუ სავალდებულო, ერთმნიშვნელოვნად იკვეთება აზრი, რომ საპენსიო სისტემაში მონაწილეობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და მოქალაქის მიმართ არანაირი ვალდებულება არ უნდა არსებობდეს. რესპონდენტები ასევე ამბობენ, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ მათ, ვისაც ე. წ. ინსტიტუციური შემოსავალი არ აქვთ. მაგალითად, ძიძებს, ტაქსის მძღოლებს და ა. შ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ემხრობა, რომ ხელფასიდან შენატანი იყოს 2%, თუმცა მკვეთრად აღნიშნავენ, რომ კონტრიბუცია უნდა გაიღოს ასევე სახელმწიფომ და დამსაქმებელმა“, - აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა