გიორგი მარგველაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი თორლასიუს იოჰანესონი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დღეს ვილნიუსში, გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტისას შედგა. საქართველოსა და ისლანდიას შორის მეგობრობისა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოითქვა.

გიორგი მარგველაშვილმა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გუდნი თორლასიუს იოჰანესონმა შეხვედრისას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს, როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური და ბიზნესმიმართულების თვალსაზრისით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ სწრაფვა - პრეზიდენტების შეხვედრის ძირითად განსახილველ თემებს წარმოადგენდა.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ისლანდია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გიორგი მარგველაშვილმა გუდნი თორლასიუს იოჰანესონს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია გააცნო, ბორდერიზაციის პროცესთან, ადამიანის უფლებების დარღვევისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით.

როგორც შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება ახალ პერსპექტივებს ხსნის ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა