ნათია მეზვრიშვილი - ვმუშაობთ იმისთვის, რომ 14 წლამდე მოზარდის საქციელი, როცა დანაშაულს ჩაიდენს, არ დარჩეს რეაგირების გარეშე

14 წლამდე პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ, რეფერირების არსებული სერვისები შევთავაზეთ, თუმცა ეს სერვისებიც დასახვეწია, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს, არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტების გაზრდის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მხრივ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, რაზეც შსს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს.

"პირველ რიგში, მოვახდინეთ პრობლემების იდენტიფიკაცია. გამოვკვეთეთ ის სკოლები, რომლებიც შედარებით მეტი რისკის მატარებლები იყვნენ. გავაძლიერეთ საპატრულო პოლიცია და სკოლას შორის კოორდინაცია. კონკრეტულად ახლა, იმ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, შევთავაზეთ ის სერვისები, რომელიც ახლა არსებობს და რომელიც თავის მხრივ დასახვეწია", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობის პროცესში, ორი მთავარი მიმართულება გამოიკვეთა, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიდის.

"ერთი - მანდატურის რეფორმაზე განათლების სამინისტროსთან ერთად კანონპროექტი მოვამზადეთ, რაც სკოლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად და მეორე - იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმების დახვეწაზე. უახლოეს დღეებში ეს საბჭოც შეიკრიბება და უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ამ ნაწილში აქტიურ ფაზაში გადავალთ. საუბარია იმაზე, რომ არ მუშაობს დღეს ეს სარეაბილიტაციო დაწესებულებები, რაც გვაქვს და ასევე ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე იმისთვის, რომ 14 წლამდე მოზარდის საქციელი, როცა დანაშაულს ჩაიდენს, არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ერთის მხრივ, მოხდეს მისი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და მეორე მხრივ, დანაშაულის პრევენცია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა