გლდანის რაიონის გამგეობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

გლდანის რაიონის გამგეობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მოქალაქეებს ადგილობრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართვის საშუალებას მისცემს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს საბჭოს მნიშვნელობასა და ფუნქციებზე გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესაუბრა.

„ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე, თვითმმართველობას რეალური განვითარება უჭირს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ის ქმედითი მექანიზმია, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ რეალურ მონაწილებას უზრუნველყოფს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, საბჭოს წევრებს მიმდინარე და გაწეული სამუშაოების შესახებ კვარტალური ანგარიში ჩავაბაროთ და შემდგომში გასახორციელებელი სამუშაოები მათთან ერთად დავგეგმოთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 61 წევრისგან შედგება, რომლებიც გლდანის რაიონის ოთხი ტერიტორიული ერთეულიდან არიან წარმოდგენილი. საბჭოს შეხვედრები გლდანის რაიონის გამგეობაში სამ თვეში ერთხელ, ტერიტორიულ ერთეულში კი, თვეში ერთხელ გაიმართება.

მოქალაქეებს, მედიას, ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნება, საკუთარი ინიციატივები და წინადადებები წარადგინონ და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა