ირაკლი ხმალაძე ხაბეიშვილს - ბატონო ლევან, მოიტყუეთ თუ არა 50 მილიონი ლარის ტენდერის გარეშე გახარჯვის შესახებ?!

ბატონო ლევან, მოიტყუეთ თუ არა 50 მილიონი ლარის ტენდერის გარეშე გახარჯვის შესახებ, 50 მილიონ ლართან დაკავშირებით გამარტივებული შესყიდვამოთხოვნილია, - ასე მიმართა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც ეს საკითხი განსახილველად დააყენა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნის შემდეგ კომპანიებთან ფასთა გამოკითხვა მოხდება. „ეს ნიშნავს, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით ინდივიდუალური წესით ჩვენ რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას არ ვაპირებთ. ტენდერი არ გაიმართება, ეს იქნება ფასთა გამოკითხვა. რამდენიმე კვალიფიციურ კომპანიას შევეკითხებით სამუშაოების შესასრულებლად ფასს და ვისგანაც მივიღებთ უფრო დაბალ ფასს, იმ კომპანიასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული 50 მილიონი ლარის დახარჯვის საკითხს დისკუსია მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერია პროექტის განხორციელებას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით აპირებს და ტენდერი არ გამოცხადდება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს