ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიასთან თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით პოზიტიური მსჯელობა გვქონდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში შედის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეფუძნება და თითოეულ მათგანი, კომისიის მხრიდან, პოზიტიურადაა შეფასებული.

„ჩვენ განვიხილეთ ის რამდენიმე ცვლილება, რომელიც შედის დამატებით კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. განვიხილეთ თითოეული ნორმა, რომელიც იცვლება და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან პოზიტიური მსჯელობა. ეს ცვლილებები ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და აქედან გამომდინარე, მზად ვართ, რომ პირნათლად შევასრულოთ ეს რეკომენდაციები და საბოლოოდ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. საქმე ეხება ბონუსის სისტემის გაუქმებას, ერთჯერადად ბლოკების დატოვებას, საკონსტიტუციო სასამართლოს და რწმენის თავისუფლებას. ეს არის ძირითადი ცვლილებები და დამატებით რამდენიმე ცვლილება, რომლებიც შედის საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა