ექიმის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას პალატაში განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, გუგეშაშვილი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს და მის ვაჟს ნოდარ გუგეშაშვილს საცხოვრებელ სახლში თავს 7 თებერვალს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი გულ-მკერდის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში განაგრძობს.

თავდამსხმელი დაკავებული არ არის. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს