პროკურატურა ჩაბუქის 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას მოითხოვს

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობით წარდგა და მოითხოვა, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 თებერვლამდე, ანუ საექსტრადაციო ვადის ამოწურვამდე 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდეს.

აღნიშნული შუამდგომლობის შემდეგ პროცესზე 10- წუთიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ პროკურატურის აღნიშნულ შუამდგომლობაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მათ 10 000-ლარიანი გირაოს შეტანის ფინანსური საშუალება არ გააჩნიათ. დაცვის მხარე მუსტაფა ემრე ჩაბუქის დღესვე უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს ეწურება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს