მამუკა მდინარაძე ჩაბუქზე - ზოგადად ყოველთვის გათავისუფლების მომხრე ვარ, რაც შეეხება ამ საკითხს, ეს არ იმოქმედებს ჩვენი მეზობლის ურთიერთობაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის პატიმრობიდან გათავისუფლება საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე არ იმოქმედებს. მდინარაძის თქმით, ის როგორც ყოფილი უფლებადამცველი, ყოველთვის გათავისუფლების მომხრეა.

„მე, როგორც ყოფილი უფლებადამცველი, ზოგადად ყოველთვის გათავისუფლების მომხრე ვარ. რაც შეეხება ამ საკითხს, ეს არ იმოქმედებს ჩვენი მეზობლის, სტრატეგიული პარტნიორის და ჩვენს ურთიერთობაზე. ჩვენ გვაქვს უამრავი რესურსი და ჩვენი კავშირები, გამოცდილება, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ერთი კონკრეტული ქეისი ზეგავლენას მოახდენს რაიმე ურთიერთობაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლომ 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს