ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია “თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაზოს ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაზმიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აცხადებენ კომპანიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა