გიორგი მარგველაშვილმა კამპანია ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ თელავიდან დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს თელავიდან დაიწყო კამპანია ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“, რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა და აღნიშნული თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.

აღნიშნული კამპანიის პირველი შეხვედრა ამ წუთებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

თელავის უნივერსიტეტში გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან ერთად მობილურ საექსპოზიციო სტენდებზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის მიეძღვნა.

გამოფენა კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე იქნება წარმოადგენილი, რათა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიეცეთ შესაძლებლობა გაიაზრონ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა