საქართველოში წელიწადში ჩუტყვავილას საშუალოდ 7 000-9 000 შემთხვევა ფიქსირდება

ჩვენ ჩუტყვავილას ძალიან გართულებულ ფორმასთან გვქონდა საქმე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში წელიწადში ჩუტყვავილას საშუალოდ 7 000-9 000 შემთხვევა არის.

„მე, პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს ამ ძალიან სამწუხარო შედეგის გამო. ჩუტყვავილა, ზოგადად, 98-99%-ში საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს და ძალიან ბევრს გადატანილი გვაქვს ბავშვობაში, რომელიც ასევე შემდგომ მყარ იმუნიტეტს ტოვებს. ჩვენ, წელიწადში ქვეყანაში საშუალოდ ჩუტყვავილას 7 000 – 9 000 შემთხვევა გვაქვს, რომელიც ძალიან დიდი, 99%-ით სრული გამოჯანმრთელებით, ყოველგვარი გართულების გარეშე სრულდება. მედიცინაში, მოგეხსენებათ, 100%-იანი არაფერია. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩუტყვავილას ძალიან გართულებულ ფორმებთან გვქონდა საქმე, რომელიც შესაძლებელია, რომ სერიოზული გართულებით დამთავრდეს, მათ შორის, ასეთი სავალალო შედეგით. მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. ჩემი ინფორმაციით, სამედიცინო სამსახურმა, სადაც ბავშვი იყო მოთავსებული, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო, მაგრამ ჩუტყვავილას საკმაოდ მძიმე ფორმა იყო. საბავშვო ბაღში ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები. ბოლო ინფორმაცია მაქვს, რომ ოჯახშიც ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები, რადგან იქ კიდევ არის პატარა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა