ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებისა და შშმ ბავშვების დასაცავად შეხვედრა გაიმართა

ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასაცავად ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფორუმს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და სახელმწიფო პოლიტიკის წარმატებით რეალიზებისთვის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სამუშაო შეხვედრა ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დასაძლევად სახელმწიფო პოლიტიკის განხილვას ემსახურებოდა. მხარეებმა დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მონაწილეები ამ პროცესში მუნიციპალიტეტის გადამწყვეტ როლზე შეთანხმდნენ და ბავშვზე ძალადობის დასრულების გლობალურ პარტნიორობაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ნაბიჯები განიხილეს.

ფორუმზე მხარეებმა ბავშვის დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესაბამისი რეგულაციების შემუშავება, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება, ადგილობრივ დონეზე რეფერირებისათვის საჭირო პროფესიონალური შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ინკლუზიური მომსახურებები, შშმ ბავშვების, მათი მშობლების მხარდაჭერის საუკეთესო პრაქტიკები, ცენტრალურ, მუნიციპალურ დონეზე არსებული მომსახურებები, სოციალური დაცვის პროგრამები, გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს და მუნიციპალურ დონეზე მიზნობრივი დახმარების მიღმა დარჩენილი ჯგუფებისთვის სოციალური დახმარების სქემების შემუშავებაზე იმსჯელეს. ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო დეცენტრალიზაციის, ასევე 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში აისახება.

სამუშაო შეხვედრაზე გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ, შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის შემცირების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებული მუნიციპალიტეტები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ფორუმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროკავშირთან პარტნიორობით გაიმართა. ღონისძიებას გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი, გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, სამთავრობო, არასამთავრობო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა