ანონსი 21 თებერვალი

21 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

21 თებერვალს, 12:00 საათზე, გამწვანების უფროსი და დიდუბის რაიონის გამგებელი მშენებლობის გამო ხეების გადატანის პროცესს დაესწრებიან.

მის: დიღმის მასივი, 1 კვარტალი მე3 ბ კორპუსი

საკონტაქტო პირი: ლანა: 577 15 85 72

21 თებერვალს, 14:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დაესწრება.

21 თებერვალს, 15:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის ბრალდების საქმეზე დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთოვნით მიმართავს.

საკონტაქტო ტელ.: 555 100 612 / 599 62 46 47

21 თებერვალს, 16.00 საათზე, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თსუ–ში საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და სხვა პირები დაესწრებიან.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

21 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო