დავით საგანელიძე - აპრილიდან საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება

აპრილიდან საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება, მათგან 80 კი უკვე გადის სპეციალურ გადამზადებას, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქარხანა აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით სატესტო დეტალებს გამოუშვებს, შემდეგ კი პროდუქცია პირდაპირ დამკვეთთან გაიგზავნება. ფონდის დირექტორის განცხადებით, ეს დაახლოებით ორ წელიწადში ქვეყნის ბიუჯეტს წლიურად 70-80 მლნ დოლარის მოგებას მოუტანს, გარდა ამისა, გაიზრდება საქართველოს პრესტიჟი, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, რაც მის მიმართ მსოფლიო ბაზარზე დაინტერესებას გაზრდის.

"სამი დღის წინ დავბრუნდი ისრაელიდან და აპრილში ალბათ კომპანია "ელ ბი ტისთან" ერთად გავხსნით ქარხანას, რომელიც ორი წელია შენდება. ეს ქარხანა არის თვითმფრინავების ნაწილების, რომელიც დეტალებს დაამზადებს ისეთი გიგანტებისთვის როგორიცაა - "ბოინგი", "ეარ ბასი", "ბომბარდირი" და სხვები. ერთია, რომ იქ 300 ადამიანი დასაქმდება, მეორეა რა თანხას შემოიტანს ბიუჯეტში და მესამე ისაა, რომ 80 ადამიანი უკვე გადამზადებას გადის ისრაელში და საამაყოა, რომ უმეტესობა მათგანი არის მოწონებული.

ყველაზე საამაყო კი ის არის, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას იმხელა ნდობა გამოუცხადა მსოფლიომ, რომ მასში შესაძლოა თითოეული ოჯახის წევრი ჩაჯდეს. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ჩავთვალეთ, რომ ეს პროექტი არის წარმატებული. აპრილიდან დეკემბრამდე სატესტო პროდუქციას გამოუშვებს ქარხანა და დეკემბრიდან პირდაპირი შემოწმება დაიწყება დამკვეთებზე.

პირველად დაიწყება 34 დეტალის მიწოდება დეკემბერში და დაახლოებით ორ წელიწადში ავალთ 250 დეტალამდე, საერთო მოცულობით დაახლოებით 70-80 მლნ დოლარის წლიური პროდუქციის ღირებულებით",- განაცხადა დავით საგანელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა