ირაკლი აბესაძე უმრავლესობას - თქვენ კი არ გაკლიათ პიარი, თქვენ აკლიხართ ადამიანებს და იმ პრობლემებს, რასთანაც მათ ყოველდღიურად უწევს გამკლავება

მეგობრებო, თქვენ კი არ გაკლიათ პიარი, თქვენ აკლიხართ ადამიანებს და იმ პრობლემებს, რასთანაც მათ ყოველდღიურად უწევს გამკლავება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აბესაძემ ხელისუფლება სხვადასხვა პრობლემის მოუგვარებლობის გამო გააკრიტიკა და ამ კონტექსტში ისაუბრა მედიკამენტების პროგრამაზე, რომლითაც მისი თქმით, ძალიან ცოტა ადამიანმა ისარგებლა.

“მედიკამენტებთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ, რომ თითქოს შექმენით პროგრამა, რომლითაც უნდა ესარგებლა 200 ათას ადამიანს და ქვეყანაში, სადაც ჩვენ გვყავს 455 ათასი საარსებო შემწეობის მიმღები პირი, 720 ათასი პენსიონერი და კიდევ ათასობით სოციალურად მოწყვლადი ჯგუფი, მხოლოდ 13 ათასმა ადამიანმა მოახერხა თქვენი უგულისყურობის, გულგრილობის და ახალი ბიუროკრატიის შექმნის გამო ამ პროექტით სარგებლობა. ამიტომ კიდევ ერთხელ გთავაზობთ, რომ წამლის პროექტი იყოს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, ხოლო მისი სწორი ადმინისტრირებისთვის ეს პროექტი გადაეცეს კერძო სადაზღვევო კომპანიას, რისი გაკეთებაც ადრე თუ გვიან მოგიწევთ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა