ტელეკომპანია „იბერიაში“ არსებული ვითარების შეფასებისგან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჯერჯერობით თავს იკავებენ

ტელეკომპანია „იბერიაში“ გუშინ, არხის ხელმძღვანელობასა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე იურისტებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებს ტელეკომპანია ”იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა განუცხადა, მათ შეხვედრაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არხის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება „იბერიას“ დაემუქროს. მისი თქმით, თუ კომპანიას, რომელიც „იბერიას“ ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია, ფინანსური პრობლემები შეექმნება, არხი დიდხანს მაუწყებლობას ვეღარ შეძლებს და აქ მომუშავე ადამიანები სამსახურებს დაკარგავენ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით კი, მნიშვნელოვანია მოხდეს საქმის დეტალური შესწავლა, რისთვისაც კომუნიკაცია ექნებათ უშუალოდ ჟურნალისტებთან. დღეს არსებული ინფორმაციით კი, მათ კონკრეტული შეფასების გაკეთება უჭირთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა