თამარ ტალიაშვილი - ბიბლიოთეკებში კვალიფიკაციის ამაღლება და ტრენინგები იგეგმება, რაც როგორც თანამშრომლების, ისე მთელი საზოგადოების ინტერესში შედის

ბიბლიოთეკებში თვენახევრის განმავლობაში კვალიფიკაციის ამაღლება და ტრენინგები იგეგმება, რაც როგორც უშუალოდ თანამშრომლების, ისე მთელი საზოგადოების ინტერესში შედის, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მუშაობს იმისათვის, რომ ბიბლიოთეკა ყველა თაობის მკითხველისთვის უფრო ხელმისაწვდომი და უფრო საინტერესო გახდეს.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ბიბლიოთეკა მაღალი სტანდარტის მომსახურებით, წიგნადი ფონდით და თანამედროვე რესურსებით. დღეს მსოფლიოში ბიბლიოთეკა არის ცოდნის, სამოქალაქო ჩართულობის, წიგნიერების გაძლიერების, განვითარების და ცოდნის ურთიერთგაცვლის კერა. შესაბამისად, ჩვენი მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის თბილისის ძლიერი ბიბლიოთეკა“, - განაცხადა ტალიაშვილმა და დასძინა, რომ ბიბლიოთეკების განვითარების გეგმა საჯარო და განხილვის საგანი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა