სოსო ბარათაშვილი - ჩაბუქი შიშობს, რომ არსებობს მისი გატაცების და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, ამიტომ ვითხოვთ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას

მუსტაფა ემრე ჩაბუქი შიშობს, რომ არსებობს მასზე თავდასხმის, გატაცების და მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, რის გამოც, მთავარ პროკურორს მივმართავთ, ჩასვას ის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, - ამის შესახებ დემირელის კოლეჯის მენეჯერის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა.

სოსო ბარათაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მსგავსი ბრალდებით საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი გაიტაცეს და თურქეთში აღმოჩნდა. ადვოკატის თქმით, მსგავსი შემთხვევისგან თავდაცვის მიზნით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი უნდა ჩასვან დაცვის სახელმწიფო პროგრამაში.

„საქართველოს მთავარ პროკურორს მივმართეთ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის თაობაზე. როგორც ცნობილია, მისი მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი ჩართული არიან ამ პროგრამაში.

ჩაბუქის გათავისუფლების შემდეგ კვლავ გაჩნდა სოციალურ ქსელებში ინფორმაციები, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, ამიტომ ვითხოვთ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას.

არსებობს საგანგაშო პრეცედენტი, როცა აზერბაიჯანში ანალოგიური ბრალდებით საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი გაიტაცეს და ის აღმოჩნდა თურქეთში“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, დღეს პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს