აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულება ელექტრონული სახით გაიცემა

სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ვებგვერდ eAuction.ge-ს მომხმარებლებს კიდევ ერთი ინოვაციური სერვისი შესთავაზა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დაინტერესებული პირებისათვის, ვებგვერდ eAuction.ge-ზე ქონების შეძენა/გაფორმების პროცედურები გამარტივდა. პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ ქონებას შეიძენს, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების და სხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ.

მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ ეწვიოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში და დოკუმენტი ხელზე, მატერიალური სახით ჩაიბაროს. ქონების შემძენი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ ინფორმაციას მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს.

ამასთან, შესაძლებლობა ექნება, eAuction.ge-ს პირად გვერდზე ჩამოტვირთოს დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავე მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

პროექტი ფინანსთა სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი შედეგია. აღნიშნული სერვისი ინოვაციურია და ორიენტირებულია მომხმარებელთა დამატებითი ხარჯებისა და დროითი რესურსების დაზოგვაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკოთ ცხელ ხაზზე 2 601 601; 2 749649;

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა