გიორგი ბეგაძე - მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ტურიზმის ინდუსტრიიდან გაცილებით მეტ შემოსავალს უნდა ველოდოთ ქვეყნის ეკონომიკაში

მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ტურიზმის ინდუსტრიიდან გაცილებით მეტ შემოსავალს უნდა ველოდოთ ქვეყნის ეკონომიკაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა, რომელიც ფინანსთა მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივა გულისხმობს 5% -იანი დაბეგვრის რეჟიმის 1%-მდე შემცირებას და ის ნაცვლად 100 000 ლარისა 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მცირე მეწარმეებზე გავრცელდება.

მისივე თქმით, სხვა სფეროებთან ერთად ეს ცვლილება ტურიზმის ინდუსტრიაზეც მკაფიო, დადებით გავლენას მოახდენს.

„ეს ინიციატივა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თვითდასაქმების და ბიზნესის წამოწყების საუკეთესო შესაძლებლობაა და ტურიზმის სფეროშიც გაზრდის მცირე მეწარმეთა რიცხვს, ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ტურისტულ ბაზარზე, ტურიზმის პროდუქტების და მომსახურეობის გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს, რაც ტურიზმის ინდუსტრიას დღეს ძალიან სჭირდება. ამ შემთხვევაში კი შედეგი დადგება ის, რომ ტურიზმის ინდუსტრიიდან გაცილებით მეტი შემოსავალი შემოვა ქვეყნის ეკონომიკაში, ვიდრე წინასწარი პროგნოზით ვვარაუდობდით“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა