ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - დღეს დაკითხული მოწმეების შინაარსობრივი მხარე ბრალდების მხარისთვის პროდუქტიული იყო

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის შეფასებით, სასამართლოში დღეს დაკითხული მოწმეების შინაარსობრივი მხარე ბრალდების მხარისთვის პროდუქტიული იყო.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, მოწმეებმა იმ გარემოებებზე ისაუბრეს, რაც ბრალდებულების მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას ადასტურებს.

"დაიკითხა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომელი, რომელმაც უშუალოდ აღმოუჩინა დახმარება იმ დროისთვის ერთ-ერთ დაჭრილ მოზარდს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ასევე, დაიკითხა ერთ-ერთი თვითმხილველი, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც შეეხება შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას, უშუალოდ მომხდარის შემდეგ. შინაარსობრივი მხარე მოწმეების დაკითხვის ძალიან პროდუქტიული იყო ბრალდების მხარისთვის და ხსენებულმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბრალდებულთა მიმართ, ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურებას", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება შემთხვევის შემსწრე პირდაპირი მოწმეების დაკითხვას, როგორც ზვიად ფხაკაძემ განმარტა, ბრალდების მხარე სასამართლოში ამ მოწმეებსაც წარადგენს. პროკურორის თქმით, მათ ერთი ასეთი მოწმე, წითელი მანქანის მძღოლი, რომელმაც მოზარდების კონფლიქტის მიმდინარეობისას ხორავას ქუჩაზე გაიარა, დღეს სასამართლოში მოყვანილი ჰყავდათ, თუმცა მისი დაკითხვა ვერ მოესწრო.

"ბრალდების მხარე შესაბამისი მომენტის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მოიყვანს და სასამართლო სხდომაზე წარადგენს კონფლიქტში მონაწილე პირებს და ასევე იმ პირებს, რომლებმაც ფაქტობრივი გარემოებები აღიქვეს, დაინახეს, შენიშნეს და დააფიქსირეს გამოძიების დროს. ეს ფაქტობრივი გარემოებები ეხება ბრალდებულთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას", - განაცხადა ფხაკაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა