უცხოური მედია მოლდოვაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურება, რომელშიც ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას

Associated Press, The Washington Post და New York Times მოლდოვაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურებიან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად გაუძღვება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„Associated Press-ის ინფორმაციით, კონფერენციაზე სამი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსული აგრესია შეშფოთების მიზეზად რჩება. მისივე ცნობით, კონფერენციაზე, რომელსაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უხელმძღვანელებენ, მსჯელობის მთავარი თემა „ევროპასთან ინტეგრაციის საერთო მისწრაფებები და რეგიონული უსაფრთხოება იქნება“. ასევე, აღნიშნულია, რომ „სამივე ქვეყანა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას“. Associated Press-ზე დაყრდნობით, კიშინოვში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციიას ეხმაურებიან The Washington Post და New York Times.

საერთაშორისო კონფერნეცია - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ 2 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას პოლიტიკოსები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა