ნიგერიაში, ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის“ წევრებმა 111 მოსწავლე გაიტაცეს

ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა ნიგერიაში, შტატში იობეში 111 მოსწავლე გოგონა გაიტაცეს, - ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა PM News იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, თავიდან მხოლოდ 46 გოგონას გაუჩინარებაზე გაკეთდა განცხადებები, თუმცა, პოლიცია უარყოფდა, რომ ისინი გაიტაცეს.

ნიგერიაში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ განათლების დასავლურ მოდელს ეწინააღმდეგება და ქვეყანაში შარიათის დაკანონებას ცდილობს. სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, „ბოკო ჰარამთან“ დაკავშირებული მებრძოლების მოქმედებების შედეგად, ბოლო რვა წლის განმავლობაში დაახლოებით 20 000 ადამიანია დაღუპული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა