ახალგორის გამგებლის ინფორმაციით, ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ ქუტაშვილს და პავლიაშვილს საბუთები ჩამოართვეს და ოკუპირებული ტერიტორიიდან არ უშვებენ

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლების შემდეგ ახალგორში მშობლების სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ქუტაშვილსა და პავლიაშვილს ჩამორთმეული აქვთ პირადი საბუთები და ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯერჯერობით ვერ გადმოდიან.

„ისინი იმყოფებიან თავიანთი მშობლების სახლში ახალგორში. მათ ჩამორთმეული აქვთ საბუთები. უთხრეს, რომ საბუთებს თუ მოგცემთ, შეიძლება წახვიდეთ და თავი აარიდოთ გამოძიებას. ჯერჯერობით აქეთ ვერ გადმოვლენ, მაგრამ მე მაქვს მოლოდინი, რომ როგორც კი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა და მისი დაკრძალვა მოხდება, მათ გამოუშვებენ“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, ქუტაშვილს და პავლიაშვილს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაში ხელოვნური ბარიერი არ შეუქმნას.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა