რუსთავში "მეგატექნიკის" მაღაზია გაძარცვეს

რუსთავში ტექნიკის მაღაზია "მეგატექნიკა" გაძარცვეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. "მეგატექნიკაში" უცნობი პირი შეიჭრა და წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 4000 ლარის ღირებულების ტექნიკა წაიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026