თბილისის მერი დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

საგზაო სამუშაოები იოანე პეტრიწის ქუჩის №8, №8ა და №8ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოებში, დაახლოებით 4300 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა ახალი ბორდიურები. საგზაო სამუშაოებისათვის 260 000 ლარია გამოყოფილი.

კახა კალაძის განცხადებით, გაზაფხულიდან თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. „გაზაფხულიდან მთელ ქალაქში საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. ყველა რაიონში იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ვფიქრობ, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილი დარჩება. ჩვენს მიერ დაანონსებული იყო აღმშენებლობის პროცესი და გაზაფხულიდან სწორედ ამ პროექტების განხორციელებას დავიწყებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი სარეაბილიტაციო სამუშაოებს თავდადებულის ქუჩაზეც გაეცნო, სადაც ასევე დაახლოებით 4300 კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. გარდა ამისა, თავდადებულის ქუჩა №14-ის მიმდებარედ, ამ დროისთვის მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა