ანონსი 27 თებერვალი

ანონსი 27 თებერვალი

27 თებერვალს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის თეატრში გაიმართება არგენტინული ტანგოს საღამო, თეატრის მსახიობებისა და „ტანგოს აკადემიის“ მოცეკვავეების მონაწილეობით.

მის: აღმაშენებლის 164

საკონტაქტო ნომერი: 577135596

27 თებერვალს, 20:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება თსს-ის საპატიო დოქტორის, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქის, ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) შინაგანი მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორის კენეტ (კენ) უოლკერის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.