საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის ინიცირებას გეგმავს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა რეზოლუციით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას.

"აშკარად ჩანს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების რისკი არის მაღალი და დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ გააკეთოს მეტი მობილიზაცია და მეტი კონცენტრირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის თვალსაზრისით. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუშვას ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლები და ის მისიები, რომლებიც ამგვარი ფაქტების პრევენციაზე მუშაობენ. ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო და უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებს, რომ გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება და კიდევ ორი დაკავებული ადამიანის დროული გადმოცემა მოხდეს.

"გამოვიყენებთ საერთაშორისო მექანიზმებს იმისთვის, რომ ამ ფაქტზე ყურადღება არ განელდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთი კვირის შემდეგ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი დავიწყებას მიეცემა, ვერ დავამშვიდებდი ამ ადამიანებს. საერთაშორისო ფორმატებში ეს იქნება აქტიური საკითხი. ნურავის ექნება იმედი, რომ ეს ფაქტი დავიწყებას მიეცემა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საერთაშორისო რეაგირება იყოს მკაცრი", - განაცხადა თალაკვაძემ.

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო დელეგაციები ყველა ფორმატში, საერთაშორისო შეხვედრებზე ამ საკითხს დააყენებენ.

თალაკვაძის განმარტებით, ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ რეზოლუციაზე განცხადებას დღეს, ბიუროს სხდომაზე გააკეთებს, ხუთშაბათს მოხდება მისი დარეგისტრირება და მომავალ კვირაში პარლამენტი შეეცდება სხდომაზე, ერთი მოსმენით უყაროს კენჭი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა