საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ანკარაში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ანკარაში სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებსა და წევრებს შორის გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდიმირთან და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ისმაილ კაჰრამანთან.

სამმხრივი ფორმატის ფარგლებში მხარეები საპარლამენტო დიპლომატიის, რეგიონული უსაფრთხოების და პოლიტიკურ- ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და ახალი პერსპექტივის საკითხებს განიხილავენ.

„თანამშრომლობის ეს ფორმატი კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ განვიხილოთ სამმხრივი პარტნიორობის დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. ვისაუბრებთ სამეზობლო პოლიტიკის შესახებ. განვიხილავთ თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივებსა და გეგმებს. თურქეთსა და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და მივესალმები საპარლამენტო დონეზე არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილე მხარეები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს.

მსგავსი სამმხრივი საპარლამენტო შეხვედრა თურქეთს, აზარბაიჯანსა და საქართველოს შორის 2014 წლის 27 ნოემბერს ბათუმში გაიმართა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა