სოზარ სუბარი - აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, თუმცა როცა საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ბერკეტები არსებობს

აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, თუმცა როცა საქმე ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ბერკეტები არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ბერკეტებს მაქსიმალურად იყენებს. სუბარი ასევე გამოეხმაურა რიგი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების განცხადებასაც და მათ თავშეკავებისგან მოუწოდა. მინისტრის თქმით, ყველანაირი სპეკულაცია და დაძაბული სიტუაცია მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ცხინვალის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვლის ოჯახის წევრებს და ახლობლებს ცენტრალური ავტომაგისტრალი აქვთ გადაკეტილი და აქციას მართავენ. ისინი გარდაცვლილის ცედროს დროულად გადმოსვენებას ითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა