ნინო ლომჯარია - წლების მანძილზე როცა ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას პასუხი არ გაუცია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ მიმართული ქმედება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, როცა გასულ პერიოდებში მომხდარ ხანძრებზე გამოძიებას მიზეზები არ დაუდგენია, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება.

ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი გუშინ გვიან ღამით, თბილისში, "ქალაქის გულში" მომხდარ ხანძარს.

"როცა წინა წლების განმავლობაში მსგავსი ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას არ გაუცია იმ კითხვებზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ხანძრები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ მიმართული ქმედება. ვფიქრობ, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები მომხდართან დაკავშირებით", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მეხანძრე-მაშველები შენობის მესამე სართულზე ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ.

ტერიტორიაზე არის დაკვამლიანება და ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სახანძრო სამაშველო ჯგუფი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა