ბრალდებულ ბექა კირვალიძის დედა - დავით როსტომაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ყაჩაღობა არ მომხდარა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

როგორც სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებულის ბექა კირვალიძის დედამ ლია ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა შვილმა ბექა კირვალიძემ შიმშილობა დაიწყო და ამ დროისთვის სამარტოო საკანშია გადაყვანილი.

დედის განმარტებით, მისი შვილი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს და ითხოვს, რომ ამ საქმეზე ყაჩაღობის მუხლი მოიხსნას. დედის თქმით, მის შვილს და არც სხვა ბრალდებულ პირებს, რომლებიც როსტომაშვილის ცემის ფაქტზე არიან დაკავებულები , ყაჩაღობა არ ჩაუდენიათ.

"ჩემმა შვილმა მშრალი შიმშილობა დაიწყო იმისთვის, რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე და ამ ბიჭების უდანაშაულობა. ეს თავად როსტომაშვილმაც ძალიან კარგად იცის, რომ მოხდა მხოლოდ ცემა და არა ყაჩაღობა. ასევე მან მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროკურატურას, სახალხო დამცველს, რომ გამოიკვლიონ ეს საკითხი და მათი უდანაშაულობა დამტკიცდეს",- განაცხადა ლია ბეჟაშვილმა.

დედის ინფორმაციით, შიმშილობის დაწყებამდე მის შვილს სიტყვიერი შელაპარაკება არავისთან ჰქონია.

"არანაირ მედპერსონალთან შელაპარაკება არ მომხდარა. უბრალოდ, მე როგორც დედამ დავრეკე, ვინაიდან მაინტერესებდა ჩემი შვილის ჯანმრთელობა",- განაცხადა ბრალდებულის დედამ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამი პირი: ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯანოვი არის დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა