ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მას ამ წუთებში თავზე ოპერაცია უტარდება

ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული სამი ბავშვიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მას ჭრილობები თავის არეში აქვს. დანარჩენი ორის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

"სამი ბავშვი შემოიყვანეს. 13 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. შემოსვლისთანავე განვითარდა გულყრა. ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ჰერმოდინამიკა იყო არასტაბილური. გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული კვლევა და პირდაპირ იქნა აყვანილი საოპერაციოში. დანარჩენი ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის", - განაცხადა ექიმმა ბესარიონ ყავლაშვილმა.

თავის მხრივ, გამოკვლევები უტარდებათ „ამტელ ჰოსპიტალში“ მოთავსებულ მოზარდებსაც.

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილიდან 3 მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 3 კი „ამტელ ჰოსპიტალში“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს