შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ ერთ მოზარდს თავის არეში დიდი ზომის ჭრილობა აღენიშნება, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული სამი მოზარდიდან ერთს თავზე ნაკერების დადება დასჭირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ამტელ ჰოსპიტალის“ კლინიკის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მოზარდს თავის არეში დიდი ზომის ჭრილობა აღენიშნებოდა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დანარჩენ ორ მოზარდს კი თავზე მცირე ნაკაწრები და დაჟეჟილობები აღეიშნებათ.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, დაკვირვების მიზნით შესაძლოა მოზარდები დღეს კლინიკაში დარჩნენ. ამასთან, ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული კიდევ სამი ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. მათგან ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მას ჭრილობები თავის არეში აქვს. დანარჩენი ორის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს