ზაზა სოფრომაძე - ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე დღეს დაშავებული ბავშვების სამკურნალოდ ყველა სამედიცინო ჩარევას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. მისი თქმით, ერთი ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება. სოფრომაძის თქმით, პრემიერის დავალების შესაბამისად, სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ხარჯებს.

"დაშავებულია 6 ბავშვი. 3 მოთავსებულია ”ამტელ ჰოსპიტალში” და 3 ინგოროყვას კლინიკაში. ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ბავშვებიდან ერთის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, უკვე საოპერაციოშია. ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ მის გადასარჩენად. ყველა სამედიცინო ჩარევას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს, მათ შორის პრემიერის სპეციალური დავალების შესაბამისად, თუ საჭირო გახდა ბავშვის უცხოეთში გადაყვანას ან უცხოეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანას",- განაცხადა სოფრომაძემ, რომელიც ამ წუთებში ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს