ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი უბედურ შემთხვევის გამო თბილისის მერია მწუხარებას გამოთქვამს

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი უბედურ შემთხვევის გამო თბილისის მერია მწუხარებას გამოთქვამს.  „დღეს ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა უბედურიშემთხვევა, რომელმაც ყველა შეგვძრა. შენობის ფასადიდან ჩამოვარდა შუშის ფრაგმენტი, რომელმაც შეიწირა N70 საჯარო სკოლის მოსწავლის, 13 წლის ბიჭის სიცოცხლე. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ტრაგედიის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს“, - ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა. მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. ბარათაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, შენობიდან ფანჯრის შუშა ჩამოვარდა. შედეგად ჯამში 6 ბავშვი დაშავდა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს