„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ფოთის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ფოთში მაღალი ძაბვის ქვესადგურის რეაბილიტაცია განახორციელა, რითაც ფოთის ცენტრალური უბნების ენერგომომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქვესადგურ ფოთი 2-ის რეაბილიტაციაში კომპანიამ 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ქვესადგურ ფოთი 2-ში მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი დამონტაჟდა, რის შედეგადაც 8000 აბონენტი ფოთში უფრო სტაბილურ ელექტროენერგიას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიული გამორთვების ალბათობას და გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა