ნიკა მელია ზაზა გაბუნიას - პირდაპირ გეტყვი, რომ უნამუსო ხარ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასა და კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელიამ კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას უნამუსო უწოდა. დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. გაბუნიამ აღნიშნა, რომ მოვლენების ექსკალაცია, ბორჯომში ნიკა მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლას მოჰყვა.

„გუშინდელ დღეს, ბორჯომში, მოვლენების ესკალაციას საფუძველი დაუდო თქვენმა და სერგო რატიანის ჩასვლამ და იქ საკითხისთვის პოლიტიკური ხასიათის მიცემამ“, - აღნიშნა გაბუნიამ, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მას უნამუსო უწოდა.

„ზაზა პირდაპირ გეტყვი, რომ უნამუსო ხარ. დღის 12:00 საათზე უმოწყალოდ იყო ნაცემი საკრებულოს დეპუტატი. მას შემდეგ რაც დეპუტატები გამოკეტეს და ტყვეობაში აიყვანეს, ამის შემდეგ ჩავედი. არ გრცხვენია, მაგას რომ ამბობ, რომ თურმე მე ვყოფილვარ ესკალაციის ფაქტორი. დეპუტატები რომ არ ჩავსულიყავით, სისხლიც დაიღვრებოდა და შეიძლება ვიღაც საერთოდ ფიზიკურად განადგურებულიყო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა