მიხეილ ჩხენკელი შენობიდან მინის ჩამოვარდნის შესახებ - შესაბამისი ორგანოებიდან ამ ტრაგედიის გამომწვევი ფაქტების უსწრაფეს გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას ველოდებით

მე, ისევე როგორც მთელი საზოგადოება, ველოდებით შესაბამისი ორგანოებიდან ამ ტრაგედიის გამომწვევი ფაქტების უსწრაფეს გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 14 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 5 მოსწავლე დაშავდა.

მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

“საშინელი ტრაგედია მოხდა. მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახსა და ახლობლებს. მე, ისევე როგორც მთელი საზოგადოება, ველოდებით შესაბამისი ორგანოებიდან ამ ტრაგედიის გამომწვევი ფაქტების უსწრაფეს გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას. გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ყველანი ველოდებით შედეგს”, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გუშინ, ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად 14 წლის 6 მოსწავლე დაშავდა. მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს