”თელასი” - ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 2 მარტს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება დიდუბის, ნაძალადევის, ისნის, სამგორის, კრწანისის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონების ნაწილში.

კომპანიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების და მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, აწყურის, ივერიელის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების და ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, რეხის, ბეთაშვილის, კანდელაკის, ბარაკონის, დურმიშიძის, გაბისკირიას, ჯორჯაძის, ივერთუბნის და აგიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა