თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვარ შალვა ძნელაძის 125 წლის საიუბილეო გამოფენა გაიმართება

თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვარ შალვა ძნელაძის 125 წლის საიუბილეო გამოფენა გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს.

„შალვა ძნელაძე (1892-1934) XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მას კარგად იცნობდნენ ქართული ავანგარდული ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, დიმიტრი შევარდნაძე და სხვანი. თუმცა, წლების განმავლობაში, მისი შემოქმედება ფაქტობრივად დავიწყებას მიეცა. 1970 წლის შემდეგ, მხატვრის ნამუშევრები პირველად გამოიფინება ფართო აუდიტორიის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი, მძიმე ავადმყოფობის გამო, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან დატოვა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა – 2000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, ასევე, თეატრის მხატვრობის ნიმუშები, რომელთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 700-მდე ექსპონატი, დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში. მხატვრის ნამუშევრები და საარქივო მასალა ასევე ინახება ნ. ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 125 ნამუშევარი როგორც მუზეუმის, ასევე, კერძო კოლექციებიდან, მათ შორის ილუსტრაციები სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან: „კაცია-ადამიანი?!“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „ჯანყი გურიაში“, „ჩვენი ქვეყნის რაინდი“, „თამარიანი“ და სხვა. დამთვალიერებელი ასევე იხილავს გურიის პეიზაჟებს, გურულ გლეხთა თუ აზნაურთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ კომპოზიციებსა და პორტრეტებს.

გამოფენაზე შედგება შალვა ძნელაძის წიგნი-ალბომის პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დრო და მემკვიდრეობა“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ავტორები: ირინე აბესაძე, დეა გუნია. გამოფენის თანაორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „დრო და მემკვიდრეობა“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა