უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა იმერეთის რეგიონში გაიმართება. სამინისტროს თანამშრომლები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები 2018 წლის 5-6 მარტს ქუთაისს, სამტრედიას, ვანს, თერჯოლას, ტყიბულსა და წყალტუბოს ეწვევიან.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში ექსპერტების და სამინისტროს წარმომადგნელები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს, და ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა