თამარ ჩუგოშვილი იან კელის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ მიმდინარე წელს განსახორციელებელ რეფორმებზე, მათ შორის პარლამენტის გაძლიერებაზე.

თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა იან კელის ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის.

„ამ თვის ბოლოს იან კელი ჩვენს ქვეყანაში თავის საქმიანობას ასრულებს. საუბარი გვქონდა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას წელს აქვს დაგეგმილი, განსაკუთრებით პარლამენტის გაძლიერების კუთხით. ჩვენ ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკაშირისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. ზოგადად, საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის და მათი ელჩის საქმიანობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა