ირაკლი კობახიძე კორეის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

„შიდასახელმწიფოებრივ სტაბილურობაში საქართველოს მიღწევები არის საფუძველი იმის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტი კორეული ინვესტიცია ჩაიდოს საქართველოს ეკონომიკაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კორეელ სტუმრებს ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმის მთავარი პრიორიტეტები გააცნო და დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი კობახიძემ კორეული მხარე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საერთაშორისო სამიტზე მოიწვია.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში სტუმრობის გამო და აღნიშნა, რომ კორეის მხარე დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური სიძლიერით, რასაც მოწმობს არაერთი კორეული ინვესტიცია ქვეყნის ინფრასტრუქტურ და ჰიდრო ნაგებობების მშენებლობისთვის. მანვე კორეის განვითარების ბოლო 60 წლის მაგალითი გაიხსენა და განაცხადა, რომ სწორედ პორტების, გზების და ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

შეხვედრაზე მხარეებმა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის საქართველოსადმი განსაკუთრებულ დაინტერესებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ურთიერთობას საფუძველი რამდენიმე თვის წინ, ბანგლადეშში საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ჩაეყარა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა