ილია მეორე ინდოეთის პრემიერს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში კიდევ 6 თვით დატოვების თხოვნით მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დამატებით 6 თვით დატოვების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართავს.

პატრიარქი თავის წერილში მადლობას უხდის ინდოეთის მთავრობას გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის საფუძველზეც ექვსი თვით საქართველოს დაუბრუნდა ქეთევან დედოფლის გოას შტატში მოკვლეული წმინდა ნაწილები.

„ჩვენი ხალხი დიდი სიყვარულით შეხვდა თავის დედოფალს. მისი წმინდა ნეშტის ნაწილების მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე გრძელდება, მაგრამ ვინაიდან ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი მრევლის მასთან მიახლებისათვის, გთხოვთ, განხილულ იქნას სიწმინდეების საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელება თუნდაც კიდევ ექვსი თვის ვადით“, - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა